პრესრელიზი
29 ნოემბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი: მაია ქავთარაშვილი
იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია
ტელ: 93 13 77; მობ: , 8 (93) 34 04 03
ელ.ფოსტა: info@youthnet.ge
ვებ.გვერდი: www.youthnet.ge
"იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციამ" დააფუძნა სასწავლო ცენტრი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 ნოემბერი, 2007- "იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციამ" დააფუძნა სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანი არის პიარით, მარკეტინგით, ადამიანური რესურსების მენეჯმენტით და იმიჯმეიკინგით დაინტერესებულ სპეციალისტთათვის რეგულარული ტრენინგ-სემინარების შეთავზება. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. იგი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: კოსტავას 47 მე 4- ე სართული ,ოთახი 21.
იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციის დირექტორის, მაია ქავთარაშვილის განმარტებით "ორგანიზაციის მისია არის ძლიერი ინტელექტუალური გუნდის მუშაობის საფუძველზე საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღება ისეთ სფეროებში, როგორიცაა იმიჯოლოგია, პიარი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და სხვა. ამიტომაც, ჩვენი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლევადიან ტრენინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დროის მცირე პერიოდში. რაც მთავარია, დღეისათვის უკვე არსებობს რეალური მოთხოვნა ცოდნის ამ კუთხით გაღრმავებაზე. ჩვენი ორგანიზაციის დევიზია - არც ერთი დღე პრაქტიკის გარეშე!".
"იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციაში" გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები. ასოციაციის მიზანს წარმოადგებს საკომუნიკაციო დარგების სპეციალისტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გზით.
დღეისათვის, "იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციის" სასწავლო ცენტრი მსმენელებს სთავაზობს ტრენინგებს შემდეგ თემებზე: 1) საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) და ეფექტური კომუნიკაციები, 2) ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM. ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ტრენერები: რამაზ საყვარელიძე, მაია ქავთარაშვილი, ვახტანგ სურგულაძე და ელდარ პირმისაშვილი.
###